gruzijski
ილინსკის დიდი ხიდი — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი მდინარე ოხტაზე, სანქტ-პეტერბურგში, წითელგვარდიელთა რაიონში. ერთ-ერთი პირველი მონოლითური რკინა-ბეტონის ხიდი სანქტ-პეტერბურგში, რომელიც ჩვენამდე შემონახულია პირვანდელი სახით. ხიდის სიგრძეა 37,8 მეტრი, ხოლო სიგანე — 18,25 მეტრი.
