
조지아어
გოგიუბის ეკლესია — X საუკუნის II ნახევრის ქართული ტაძარი სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ ერუშეთში. გეგმით სიმეტრიული, ექვსაფსიდიანი ეკლესია. ექვსივე აფსიდი თანაბარზომიერადაა განლაგებული შუა ვერტიკალური ღერძის გარშემო. სხვა ქართული გუმბათოვანი ტაძრებისაგან განსხვავებით აქ გუმბათის საფუძველი კვადრატი კი არ არის, არამედ რადიალურად განლაგებული აფსიდების შეერილზე დაყრდნობილი წრიული სალტე, რომელზეც გადასასვლელად აფსიდების თაღებს შუა ბრტყელი ტრომპებია ჩასმული. გუმბათის ყელი, ისევე როგორც გუმბათქვეშა სივრცე, ექვსწახნაგიანია, ხოლო თვით ეკლესიის კორპუსი - თორმეტწახნაგიანი. ძეგლი მოპირკეთებული ყოფილა კარგად გათლილი ქვის კვადრებით.