gruzínština
ენისელის აღდგომის ეკლესიის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელი ენისელის სამხრეთით, სამიოდე კილომეტრზე, მდინარე ინწობის მარცხენა ნაპირას. ვაკეზე ადრე ამ ადგილას გაშენებული ყოფილა სოფელი შიხიანი, რომელსაც ეკლესიის სახელი „აღდგომა“ ბოლო დროს შერქმევია. კახეთში, 1589-1590 წლებში, მეფე ალექსანდრესთან მყოფი რუსი ელჩების ცნობით, სოფელ შიხიანს იმჟამად უკვე ერქვა მეორე სახელი „აღდგომა“.
