gruzínština
ელაგინის მესამე ხიდი — ხიდი სანქტ-პეტერბურგში მდინარე დიდ ნევკაზე. აკავშირებს დიდი ნევკის მარჯვენა სანაპიროს და ელაგინის კუნძულს. არის სერგეი კიროვის სახელობის კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკის მთავარი შესასვლელი. ხიდის სიგრძეა - 79,8 მეტრი, სიგანე - 12,6 მ.
