
gruzínština
26 მაისის მოედანი — მოედანი თბილისში, მ. კოსტავას ქუჩისა და კ. გამსახურდიას გამზირის შერწყმის ადგილი. მოედანს ასევე ერთვის ტყვარჩელის, ვ. დოლიძისა და მ. ბალანჩივაძის ქუჩები. გაშენდა 1950-იან წლებში და ორჯონიკიძის სახელი ეწოდა. იმ დროს თბილისში ყველაზე დიდი ფართობის მოედანს წარმოადგენდა. დღევანდელი სახელწოდება 1991 წ. მიენიჭა. მოედანმა რამდენადმე იცვალა სახე 2000-იან წლებში სასტუმრო „აჭარის“ კომპლექსის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით.